პოლიციის განცხადებით, დაკავებული არიან: 1956 წ. დაბადებული მიმოზა ფ, 1972 წ. დაბადებული ნათია კ, 1958 წ. დაბადებული დოდო მ, 1968 წ. დაბადებული ნათელა ჩ და 1967 წ. დაბადებული მარინე შ, რომლებიც გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ეწეოდნენ პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ორგანიზებას.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2 -დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ამავე ბრალდებით გუშინ, გონიოში, სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის თურქეთის მოქალაქეებიც.