ახალი ამბები

პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე შტეფან ფულეს შეხვდებიან

17 დეკემბერი, 2012 • • 930
პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე შტეფან ფულეს შეხვდებიან

18 დეკემებერს ბრიუსელში დაგეგმილია ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიურ პლენარულ სხდომა.   საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მხრიდან სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანის, საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო მარკულისი  დაესწრებიან.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე მხარეები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელებენ, სხოდომის ფარგლებში მხარეები ასევე განიხილავენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების საკითხს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი