ბიძინა ივანიშვილმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ თბილისში, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მიმდინარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეხვედრისას ივანიშვილმა გენდერული თანასწორობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით საქართველოში გენდერული ბალანსი თითქოს ძალიან დარღვეულია, თუმცა, სინამდვილეში გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. პრემიერ–მინისტრის მოსაზრებით, რეალობაში ქართველ ქალებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ქვეყნის ცხოვრებაში.
“მე არ დაგიმალავთ, რომ პოლიტიკაში რომ მოვედი, პირველი უცხო სიტყვა ეს ვისწავლე – გენდერული და ამას რამდენიმე დღე ვიმახსოვრებდი, აზრი ვიცოდი. ეს ასეთივე უცხო ხილია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამით უკვე ბევრია ნათქვამი. უფრო ადრე დაიწყეს ამაზე ფიქრი ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩავდგეთ ამ ქვეყნების რიგში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდა აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.