ახალი ამბებისამართალი

აშშ: 1 დაღუპული, 14 დაშავებული – სროლა ცინცინატის ღამის კლუბში

26 მარტი, 2017 • 2698
აშშ: 1 დაღუპული, 14 დაშავებული – სროლა ცინცინატის ღამის კლუბში

ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა სროლის შედეგად აშშ-ში, ოჰაიოს ქალაქ ცინცინატის ღამის კლუბში. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

ბიბისის ცნობით, სულ მცირე ორი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა ღამის კლუბ “კამეოში” მომხდარ ინციდენტში.

პოლიციის ცნობით, ზოგიერთ დაშავებულ ადამიანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება აღენიშნება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინაა დაკავებული, დაკითხულია ათობით თვითმხილველი. კლუბში ინციდენტის დროს ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი