კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა შემდეგი მინისტრების დანიშვნას, გამოკითხულთა 72 პროცენტი თავდაცვის მინისტრის და ვიცეპრემიერის თანამდებობაზე ირაკლი ალასანიას უჭერს მხარს. 70 პროცენტი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის მომხრეა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობზაზე სოზარ სუბარის დანიშვნას 66 პროცენტი ეთანხმება.
გამოკითხვის თანახმად, 66 პროცენტი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაია ფანჯიკიძის დანიშვნას უჭერს მხარს, შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას- 63 პროცენტი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნოდარ ხადურის დანიშვნას- 59 პროცენტი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანის დანიშვნას გამოკითხულთა 57 პროცენტი ეთანხმება. შრომისა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად დავით სერგიენკოს დანიშვნას 53 პროცენტი ემხრობა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი მარგველაშვილის დანიშვნას – 53 პროცენტი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად გურამ ოდიშარიას და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დანიშვნას გამოკითხულთა 52 პროცენტი უჭერს მხარს.
სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძის დანიშვნას მხარს უჭერს გამოკითხულთა 51 პროცენტი.
NDI-ის კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ამათუ იმ პირის თუ უწყების საქმნობას, ნოემბრის კვლევით, საქართველოს ჯარის საქმნობას დადებითად 13 პროცენტი აფასებს, კარგად- 42 პროცენტი, საშუალოდ -25 პროცენტი, ცუდად -2 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად- 1 პროცენტი.
2012 წლის აგვისტოს კვლევის შედეგად საქართველოს ჯარის საქმიანობას დადებითად 15 პროცენტი აფასებდა, კარგად- 42 პროცენტი, საშუალოდ- 21 პროცენტი, ცუდად – 2 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად -1 პროცენტი.
საქართველოს პოლიციის საქმონობას, 2012 წლის ნოემბრის კვლევის თანახმად, დადებითად 9 პოცენტი აფასებს, კარგად- 43 პროცენტი, საშუალოდ -27 პროცენტი, ცუდად- 4 პროცენტი, ძალიან ცუდად -2 პროცენტი.
აგვისტოს კვლევის თანახმად, საქართველოს პოლიციის საქმინობას დადებითად 14 პროცენტი აფასებდა, კარგად -44 პროცენტი, საშუალოდ -23 პროცენტი, ცუდად- 3 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად -1 პროცენტი.
საველე სამუშაოები 14–23 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა და სულ 1947 დასრულებული ინტერვიუ შედგა. შერჩევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცდომილების ზღვარი არის პლიუს–მინუს 3 პროცენტი.