კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – 63% პროცენტი კოალიცია “ქართულ ოცნებას” ასახელებს, ხოლო “ერთიან ნაციონალური მოძრაობა” გამოკითხულთა 10 პროცენტის შეხედულებებთან დგას ახლოს.  

 

კოალიცია”ქართულ ოცნებას” NDI–ის 2012 წლის აგვისტოს კვლვაში ჰქონდა 14%, ივნისის თვეში ჰქონდა 20%, ხოლო თებერვლის თვეში-11%. “ნაციონალურ მოძრაობას” კი  2012 წლის აგვისტოს კვლევაში 38% ჰქონდა, ივნისში -34 %, ხოლო თებერვალში- 41 პროცენტი.

   

დაახლოებით 10-მა პროცენტმა დღევანდელ კვლევაში უარი  განაცხადა. რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ამ  კითხვაზე პასუხი “არ ვიცი” გასცა 8%–მა. 

 

კვლევის თანახმად, არც ერთ პარტიას არ მიიჩნევს მის შეხედულებებთან ახლოს გამოკითხულთა 5%.

   

საველე სამუშაოები 14–23 ნოემბრის პერიოდში  ჩატარდა და სულ 1947 დასრულებული ინტერვიუ შედგა. შერჩევა ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცდომილების ზღვარი არის პლიუს–მინუს 3 პროცენტი.   

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *