ახალი ამბები

ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარება არ დასჭირვებიათ

17 დეკემბერი, 2012 •
ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარება არ დასჭირვებიათ

თუმცა შემთხვევები დაფიქსირდა დღის განმავლობაში, 16 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმრება ძირითადად კოჯრისა და მუხათწყაროს ტერიტორიებზე დასჭირდათ მანქანებს:

 

“ღამე მშვიდი იყო, არ ყოფილა შემთხვევები, თუმცა დღის განმავლობაში საჭირო გახდა ავტომანქანების დახმარება და მათი ამოყვანა. მუხათწყაროს ტერიტორიაზე ჩაკეტილი იყო გზა, ცურავდა მანქანები და იმათ გავუწიეთ დახმარება, დაახლოებით 15 გამოძახების შემთხვევა იქნებოდა”– აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 დეკემბრის საღამოს კოსტავას ქუჩაზე 5 ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, ავარია პირველი არხის შენობისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსს შორის მოხდა. 

 

ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პირი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, თუმცა, მათი ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებს, ხოლო  დანარჩენ პირებს ადგილზე გაეწიათ დახმარება. 

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურში “ნეტგაზეთს” ავარიის სავარაუდო მიზეზად მოყინული გზაზე ავტომობილების მოცურება დაუსახელეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი