დღეს, 25 მარტს ლონდონში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეებმა აქცია გამართეს, სადაც ბრექსიტის პროცედურების მოახლოებული დაწყება გააპროტესტეს.
29 მარტს, როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრამა, ტერესა მეიმ განაცხადა, ამოქმედდება ბრექსიტის პროცედურები, რისი შედეგიც საბოლოოდ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება იქნება.
2016 წლის 23 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.
საპროტესტო აქციის შესახებ ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.