ახალი ამბები

შსს–მ ახალქალაში დიდი ოდენობით ტყვია–წამალი ამოიღო

16 დეკემბერი, 2012 •
შსს–მ ახალქალაში დიდი ოდენობით ტყვია–წამალი ამოიღო

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია: ორი ცალი საკვალე კოჭა,  ცხრა ცალი “ეფ-1” ტიპის ხელყუმბარა, ოთხი კაფსულის დეტონატორის მუხტით, ხოლო ერთი დეტონატორი ამფეთქებლის გარეშე, ერთი ცალი N7 ტიპის “ერგედე”-ს ხელყუმბარა, 1 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 2497 ცალი 7,62 კალიბრიანი ვაზნა, 96 ცალი 5,45 კალიბრიანი „აკაეს”-ის ვაზნა, სამი ცალი იარაღის ბუდე და ორი ცალი სამხედრო ჩანთა.

 

14 დეკემბერს შიანაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში  სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე  236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. საქმეს ახალქალაქის რაიონული სამმართველო იძებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი