როგორც თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა, თემურ გიორგაძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, ყველა შემთხვევაში, როცა დასახმარებლად იძახებდნენ, ავტომობილი გადასული იყო სავალი გზიდან და მათი ამოყვანა იყო საჭირო. გიორგაძის განცხადებით, შემთხვევების დროს არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ნალექის სახით თოვლი თბილისში გუშინ, 15 დეკემბერს მოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში თოვა 17 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველოს ზამთრის კურორტებზე დეკემბრის განმავლობაში თოვაა პროგნოზირებული.