თუმცა გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორისაა გუდაური –კობის მონაკვეთი, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა, ასევე აკრძალულია 30 ადამიანზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაც. ორ და მეტხიდიანი, მაღალი გამავლობის ავტოტრანპორტისთვის კი გზა თავისუფალია. გზა თავისუფალია მსუბუქი ავტომობილებისთვისაც, თუმცა ისინი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით უნდა გადაადგილდნენ.
აკრძალვები მოქმედებს ვაზიანი–გომბორის მონაკვეთზეც, აღნიშნულ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი ტრანსპორტისთვის კი გზა თავისუფალია.