ახალი ამბები

პრემიერი: გადავწყვიტე ავაშენოთ სტუდენტთა საცხოვრებელი

13 მარტი, 2014 •
პრემიერი: გადავწყვიტე ავაშენოთ სტუდენტთა საცხოვრებელი

“მინდა ინიციატივა შემოგთავაზოთ იმისთვის, რომ განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, მე გადავწყვიტე, რომ ავაშენოთ სტუდენტთა საცხოვრებელი რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სტუდენტებისთვის. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ. გვესმის, რომ ეს წლების განმავლობაში წარმოადგენდა გადაუდებელ საჭიროებას. საცხოვრებელი იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, პირობებით და შექმნილი იქნება ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ სტუდენტებს საკუთარი ნიჭის რეალიზაციის საშუალება მიეცეთ,”- აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა დღეს, 13 მარტს, სტუდენდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი