ახალი ამბები

სააკაშვილმა NGO-ებზე გამოქვეყნებული FB-კომენტარი ჩაასწორა

24 მარტი, 2017 • 8903
სააკაშვილმა NGO-ებზე გამოქვეყნებული FB-კომენტარი ჩაასწორა

საქართველოს III პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობოების თაობაზე ფეისბუკზე გამოქვეყნებული კომენტარი ჩაასწორა (Edit). გუშინ, დაახლოებით 19 საათის წინ, სააკაშვილმა ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

“მთელი მსოფლიო პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალა ჩემს წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გვესხმოდა თავს მაშინ ყველა არასამთავრობო და რატომ არ იღებენ ხმას დღევანდელ მარაზმზე. ფული ბაბაია, დიდი ფული (თან, ჰოი საკვირველებავ, რუსული)”, – ნათქვამია სააკაშვილის მიერ 19 საათის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

დაახლოებით 3 საათის შემდეგ სააკაშვილმა კომენტარი ჩაასწორა და ეს ტექსტი მიამატა:

“რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კორუფციაში დავადანაშაულო ყველა მაშინდელი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ბევრი თავს იწყნარებდა იმით, რომ ფული, ფორმალურად, ამერიკული კერძო წყაროდან მოდიოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის მიზნებს ემსახურებოდა, ამაზე ახლა მაინც არის ღია დისკუსია და სიმართლის თქმა საჭირო”.

Screen Shot 2017-03-24 at 11.15.48 AM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი