“ახლა ვერ ვისაუბრებ დეტალებზე და სრულ კონტექსტზე (ოდესმე ითქმება, ალბათ), მთავარს ვიტყვი მხოლოდ – სიტუაცია იმგვარია, რომ დამოუკიდებელი რ2 მხოლოდ შემოთავაზებული ფორმით შეიძლება იყოს – კოლექტივის ხელში. თან იმგვარი კონსტრუქციით, რომ ვერც ბიძინას (პირველ რიგში) მიეყიდოს და ვერც სხვას, თუ ყველა ამაზე არ შევთანხმდით (რისი ალბათობაც ნულვანია)”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს, რომელმაც “არხის თანამშრომლების უმრავლესობის” სახელით ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ყარამანიშვილები რ2-ის კოლექტივს არხის წილის 40%-ს ჩუქნიდნენ:
“ერთადერთ და უკანასკნელ განცხადებას გავაკეთებ ამ თემაზე: რუსთავი2-ისთვის დავდე ყველაფერი, რაც შემეძლო და არ შემეძლო. მეც და გუნდმაც. ვინმესთვის რამის ახევა რომ მდომოდა, ისე გავაკეთებდი, ვერავინ ვერც გაიგებდა და ვერც შემეწინააღმდეგებოდა. ივანიშვილთან თანამშრომლობა რომ მდომოდა, ისე ავიღებდი ჯერ 5 და მერე გაზრდილ 10-მილიონიან “სტავკას” და უბრალოდ გავიწეოდი გვერდზე, საყვედურსაც ვერავინ მეტყოდა – უბრალოდ “დავიღლებოდი” და წავიდოდი ოჯახთან საზღვარგარეთ.
ახლა ვერ ვისაუბრებ დეტალებზე და სრულ კონტექსტზე (ოდესმე ითქმება, ალბათ), მთავარს ვიტყვი მხოლოდ – სიტუაცია იმგვარია, რომ დამოუკიდებელი რუსთავი2 მხოლოდ შემოთავაზებული ფორმით შეიძლება იყოს – კოლექტივის ხელში. თან იმგვარი კონსტრუქციით, რომ ვერც ბიძინას (პირველ რიგში) მიეყიდოს და ვერც სხვას, თუ ყველა ამაზე არ შევთანხმდით (რისი ალბათობაც ნულვანია). რაც შეეხება აშკარად მესიჯბოქსურ “ქარხნები მუშებს” – ჩვენ უსასყიდლო გადმოცემაზე არ გვისაუბრია. უბრალოდ, ამ დეტალების განცხადებაში გამოტანა არ ჩავთვალეთ საჭიროდ. გმადლბთ, რომ გვიყურებთ”, – აცხადებს გვარამია.
რ2-ის კოლექტივის უმრავლესობა, გვარამიას განცხადებით, არხის წილების უმრავლესობის მფლობელებს, ძმებს ყარამანიშვილებს, საპასუხო წინადადებით საკონტროლო პაკეტის გადაცემას სთავაზობს.