ახალი ამბები

კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი შსს-მ დააკავა

14 დეკემბერი, 2012 •
კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი შსს-მ დააკავა

ანატოლი ჩუბი კიევის ინტერპოლის მიერ  2011 წლის 25 ნოემბრიდან იძებნებოდა.

 

ჩუბი წლების განმავლობაში კიევის საბჭოს  დეპუტატი და საქალაქო ადმინისტრაციის კომუნალური ქონების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მან კიევის საქალაქო სამსახურების კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები გაფლანგა და მიითვისა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ  ჩუბმა უკრაინა ფარულად დატოვა.

 

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩუბის  დაკავების შესახებ უკრაინულ მხარეს  უკვე ეცნობა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი  ექსტრადიციის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი