სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობოდან წასვლის მიზეზებზე პირველი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გარკვეულ მიზეზთა გამო მან ვერ შეძლო იმ დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება, რაც უკავშირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურულ რეორგანიზაციას და სხვა საკითხებს. გია ჭანტურია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ასპარეზი სხვას უნდა დაუთმოს.
უკავშირდება თუ არა ჭანტურიას გადადგომა ფინანსურ დარღვევებს, ან ხელისუფლების ზეწოლას მის მიმართ, მან თქვა, რომ ის ვიღაცის განცხადებების ან ზეწოლის გამო თანამდებობას არ დატოვებდა.
ჭანტურიას მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს.
ინფორმაცია გია ჭანტურიას თანამდებობიდან გადაგომის შესახებ გუშინ, 13 დეკემბერს გავრცელდა, რისი დადასტურებაც ჭანტურას მიერ სამეთვალყურეო საბჭოს სახელზე დაწერილი განცხადების შემდეგ გახდა შესაძლებელი.