ახალი ამბები

რას ეძებდნენ Google-ში 2012 წელს

14 დეკემბერი, 2012 • • 1144
რას ეძებდნენ Google-ში 2012 წელს

საძიებო სისტემის ათეულშია:

1. მომღერალი უიტნი ჰიუსტონი

2. განგნამ სტაილი – კორეელი მომღერლის, პსის სიმღერა

3. ქარიშხალი სენდი

4. Ipad3

5. Diablo3

6. კეით მიდლტონი, დიდი ბრიტანეთის პრინცესა

7. 2012 წლის ოლიმპიური თამაშები

8. ამანდა ტოდი, თინეიჯერი, რომელმაც თავი მოიკლა.

9. მაიკლ კლარკ დუნკანი, ამერიკელი მსახიობი

10. BBB12, სატელევიზიო შოუ

 

გარდა ამ ათეულისა, გუგლმა კატეგორიების მიხედვით დაყო ძიების შედეგები. მაგალითად,  ფოტოს ძიების ათეულის პირველ სამეულში არიან: ჯგუფი One Direction , მუსიკოსი Selena Gomez და iPhone5. ამ ათეულში ძირითადად მომღერლები მოხვდნენ ქეთი პერი, ჯასტინ ბიბერი და ნიკი მინაჟი.

 

ათ ყველაზე ხშირად მოძიებულ მოვლენებს ქარიშხალი სენდი ლიდერობს. ამავე ათეულში რუსული პანკ როკ ჯგუფი პუსი რაიოტი მოხვდა. ასევე- ქეით მიდლტონის ნახევრად შიშველი ფოტოები, ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატები და დებატები კანონპროექტ “SOPA”-ზე.

 

პერსონა, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ 2012 წელს გუგლის მომხმარებლები, მომღერალი უიტნი ჰიუსტონია. ამ ჩამონათვალში კიდევ ერთხელ მოხვდა, ამჯერად მეორე პოზიციაზე ქეით მიდლტონი. ათეულში ფელიქს ბაუმგარტნერიცაა, რომელიც 39 კილომეტრის სიმაღლეზე ასული საჰაერო კაფსულიდან გადმოხტა.

 

რაც შეეხება ტექნოლოგიებს,  iPad3, Samsung Galaxy S3, iPad Mini, Nexus 7 და  Galaxy Note 2, ყველაზე ხშირად მოძებნადი გაჯეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი