როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მცხოვრები და-ძმა, 79 წლის დომნა და 82 წლის ნოე აბესაძეები გაძარცვეს. მათი საცხოვრებელი სახლიდან მძარცველებმა 600 ლარი წაიღეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს და ნაძარცვი თანხა ამოიღეს. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ერეკლე მ. დაზარალებული ოჯახის უახლოესი ნათესავი იყო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის ,, ა ” და ,,გ” ქვეპუნქტებით აღიძრა, რაც 5–დან 8–წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
