მსვლელობა ლესელიძის გავლით მეჩეთამდე გაიმართება, სადაც შეკრებილი ადამიანები მტრედს, როგორც მშვიდობის სიმბოლოს, მეჩეთთან გაუშვებენ.
ლესელიძის ქუჩა აქციის ორგაზიტორებმა იმ მიზნით აირჩიეს, რომ ამ ქუჩაზე მეჩეთი, სინაგოგა, სომხური და მართლმადიდებლური ეკლესიებია ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს.
“აქციის მიზანია სოლიდარობის გამოხატვა რელიგიური უმცირესობებისადმი და მოწოდება მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ, დაგმობა რელიგიური უთანხმოებების აგრესიული ფორმით გადაწყვეტისა, რაც ბოლო დროს ვიხილეთ ნიგვზიანსა და თეთრიწყაროში”,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის ინიციატორები ფეისბუკის გვერდზე ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს რელიგიურ უმცირესობათა კონსტიტუციით გათვალისწინებული ხელშეუხებლობა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.
ისინი ასევე საპატრიარქოს მოუწოდებენ, რათა მან თავის მხრივ მრევლს მოუწოდოს რელიგიური ექსტრემიზმისაგან თავის შეკავებისაკენ.
დღესვე, პირველ საათზე, წინწყაროში ჩავიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ადგილზე ვითარების გასაცნობად. წინწყაროში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ჩადის. ამერიკის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, ნორლანდი წინწყაროში განცხადებასაც გააკეთებს.
რელიგიური დაპირისპირება, დაახლოებით ერთი თვის წინ სოფელ ნიგვზიანში დაიწყო, სადაც იქ მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმ მრევლს ლოცვის საშუალებას არ აძლევდა. რელიგიური დაპირისპირების მეორე კერა ნიგვზიანის მოვლენებიდან მალევე გაჩნდა სოფელ წინწყაროში. აქაც, ნიგვზიანის მსგავსად, მუსლიმ მაცხოვრებლებს ქრისტიანი მაცხოვრებლები ღვთისმსახურების შესაძლებლობას უზღუდავდნენ.
