თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მუსლიმთა პარასკევის ტრადიციულ ლოცვის მიმდინარეობას დღეს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც დააკვირდება.
როგორც ამერიკის საელჩოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რიჩარდ ნორლანდი წინწყაროში მუსლიმთა სამლოცველოსთან დაკავშირებული საკითხს ადგილზე გაეცნობა და განცხადებას გააკეთებს.
აშშ-ის ელჩის გარდა, დღეს წინწყაროში ჩასვლას ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებიც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ წინწყაროში რამდენიმე კვირაა მუსლიმთა სამლოცველოს გახსნასთან დაკავშირებით ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა.