ახალი ამბები

მანუჩარ ჯოხაძის შესახებ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული

13 დეკემბერი, 2012 •
მანუჩარ ჯოხაძის შესახებ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული

 ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხზე” გადაცემა “მთავარ კითხვაში” განაცხადა.

“რაც დადგინდება, გამოვიტანთ დღის სინათლეზე. არავის ინტერესში არ შედიოდა რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება ამ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენს თვალსაწიერში რაიმე ეჭვს წარმოშობდა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მათი უფლებაა გამოხატონ აზრი და ამდენად, მათ კომენტირებას ამ შემთხვევაში მე არ შევუდგები”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

მანუჩარ ჯოხაძე 2012 წლის 6 დეკემბერს მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2011 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხსენებული სისხლის სამართლის საქმე შეეხება რუსთავის მერიის და საკრებულოს მიერ მერიის კუთვნილი ლითონის მილების გასხვისებასთან  დაკავშირებულ მიმდინარე გამოძიებას.

 

რუსთავის მერიის მიერ მათი კუთვნილი 3800 გრძივი მეტრის ლითონის მილების აუქციონებით გასხვისების დროს ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს მერიის მაღალი თანამდებობის პირებსა და აუქციონში მონაწილე ფიზიკურ პირებს შორის.

 

მანუჩარ  ჯოხაძე 2012 წლის 12 დეკემბერს  ჩამომხრჩვალი დღის მეორე ნახევრაში  საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლემ, მაია ჯოხაძემ და მეზობლებმა – გურგენ ნიჟარაძემ და ზაზა სულაშვილმა იპოვნეს. პროკურატურის ცნობით, გვამს სხეულზე ჩამოხრჩობის კვალის გარდა სხვა რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გვამის სრული სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევა ჩატარებულია, დასკვნა  ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი