ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ამომწურავი პასუხი გავეცით

13 დეკემბერი, 2012 •
არჩილ კბილაშვილი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს  ამომწურავი პასუხი გავეცით

 

კბილაშვილი
კბილაშვილი

 

ეს კომენტარი მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში” გააკეთა.

 

“ყველაზე კარგი პასუხი იმაზე, არის თუ არა დაკავება სამართლებრივად დასაბუთებული, არის მტკიცებულებების გამოქვეყნება. მათთან საუბრის ბოლოს მე დამრჩა აღქმა იმის, რომ საუბარი დავასრულეთ ძალიან მაღალი დონის ურთიერთგაგებით”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

 

მისი თქმით, საზღვარგარეთ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებული საკითხები პიარტექნოლოგიების თემაა და კონკრეტულად ეს სამართლადამცავი უწყების საქმიანობის სფეროს სცილდება: 

 

“მაგრამ ეს ადასტურებს, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო კარგად გაიტანოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამართლებრივი პროცესების შესახებ ობიექტური ინფორმაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი