ახალი ამბები

თბილისში მეორე საერთშორისო კონფერენცია ‘შემობრუნება სულირებისაკენ’ გაიმართება

13 დეკემბერი, 2012 • • 946
თბილისში მეორე საერთშორისო კონფერენცია ‘შემობრუნება სულირებისაკენ’ გაიმართება

კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენცია ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, წმინდა სინოდის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმება და სიტყვით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია.

კონფერენცია ორდღიანია და დაიხურება 15 დეკემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი