ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დეკემბრის ბოლოს შედგება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და პრემიერ–მინისტრ არტურ რასიზადესთან.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში შედგა, რის შემდეგაც უნდა გამგზავრებულიყო ვაშინგტონში, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი გადადო.
ბიძინა ივანიშვილი პრემიერის რანგში მეორე ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში გამართავს.