ეს კომენტარი ფინანასთა მონისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მისი თქმით, კერძო არბიტრაჟის შექმნა ნიშნავს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის არსებული ელიტარული დავების განხილვას: “ეს არასწორი პრაქტიკაა, ჩვენ ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომ ყველას შეეძლოს სამართლებრივი პრობლემის გადაჭრა. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ყველა პრეტენზია, რაც ბიზნესს ექნება, ადგილზე გადაწყდება. მთელი სისტემა უნდა გამოჯანსაღდეს. ვგულისხმობ ფინანასთა სამინისტროს და სასამართლოს სისტემას.”

 

ამ დროისათვის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავების საბჭოს საქმიანობა შეჩერებულია. ფინანსთა მიისტრის მოადგილის ინფორმაციით, დავების საბჭო საქმეების განხილვას მას შემდეგ შეუდგება, რაც მთავრობა საბჭოს ახალ  შემადგენლობას დაამტკიცებს. 

 

რაც შეეხება ბიზნესთან ურთიერთობას, დავით ებრალიძის განცხადებით, ადმინისტრირება არ შესუსუტდება, თუმცა საჯარიმო განაკვეთები დაიწევს.

ფინანსთა სამინისტრომ უკვე მოამზადა სპეცილური საკანონმდებლო პაკეტი, სადაც სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის დაკისრებული სანქცია 500 დან 200 ლარამდე მცირდება. “გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს”– აცხადებს დავით ებრალიძე.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *