გარდაცვლილი პროზექტურიდან სახლში უკვე გადაასვენეს, დაიკითხა მისი მეუღლე. ოჯახის ახლობლების განცხადებით მანუჩარ ჯოხაძე გარდაცვალებამდე მათთან ერთად იმყოფებოდა, მეორე დღეს ნათესავის წლისთავზე წასვლას გეგმავდა და მისთვის უჩვეულო არაფერი შეუმჩნევიათ.
ახლობლების განცხადებით, მათთვის არ არის ცნობილი, თუ რის გამო შეიძლება გადაეწყვიტა მანუჩარ ჯოხაძეს თვითმკვლელობა, თუმცა ერთ–ერთ ვერსიად ფინანსური პრობლემები სახელდება.
‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ წარმომადგენლების განცხადებით, არ არის გამორიცხული, გამგებლის მოადგილის თვითმკვლელობა მის პროკურატურაში დაბარებას უკავშირდებოდეს:
“მე არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია, რომ თავის ოპონენტებს ხელაღებით ბავშვების მკვლელობა დააბრალონ და ამიტომ არ მინდა ასე აპრიორი ვთქვა, რომ ამ ადამიანმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ ის პროკურატურაში დაიბარეს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს მე, ჩვენი თანაგუნდელები და ოჯახიც ველოდებით სწორედ პროკურატურისგან, რა მოხდა იმ ერთ საათში, როდესაც ამ ადამიანმა თავისი ყველა გეგმა, თავისი გამგზავრება შეცვალა რაჭაში და მოიკლა თავი”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა ტელეკომპანია ‘რუსთავი 2’–თან საუბრისას.
“ვერ გამოვრიცხავთ იმ სიტუაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ის ჰყავდათ პროკურატურაში და მიცემული აქვს ჩვენება დაახოებით ერთი კვირის წინ, რომ იმ ტოტალური შანტაჟის პირობებში, იმ ტოტალური ზეწოლის პირობებში, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით და განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებზე და მოქმედ წარმომადგენლებზე, ჩვენ ვერ მოვთხოვთ ყველა ადამიანს, ყველას განსხვავებული შინაგანი განწყობა აქვს, ყველა ერთნაირად ასეთ ზეწოლას ვერ უძლებს”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა” გივი თარგამაძემ ‘რუსთავი 2’–ის ეთერში.
