საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2017 წლის 23 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომის დღის წესრიგის მიხედვით შემდეგი საკითხები უნდა განიხილონ:
- შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო
მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი
თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. - საქართველო-ნატო:
2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები
2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი
მომხსენებელი: დავით დონდუა
თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დათუნა რაქვიაშვილი - რეფორმები თავდაცვის სამინისტროში
მომხსენებელი: ლევან იზორია
თანამომხსენებელი: ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“
მომხსენებელი: დათუნა რაქვიაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.