შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებული 2012 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, კასპის 33-ე  უბანზე საარჩევნო ურნაში წინასწარშემოხაზული, ყალბი ბიულეტენების ჩაყრას შეეცადა. დანაშაულის ჩადენის დროს გიორგი მ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა (ის 2011 წელს ქურდობისთვის  სსსკ-ის 177-ე მუხლით გასამართლდა და  ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა).

 

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-164-ე  მესამე პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბების მცდელობა) აღიძრა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *