
კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 1 %-ისთვის არის ჟურნალ-გაზეთები ინფორმაციის პირველი წყარო.
კვლევით ასევე ირკვევა, რომ საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოკითხულთა 85% რუსთავი 2 -ით ადევნებს თვალს, მეორე ადგილზეა საზოგადოებრივი მაუწყებელი 58%-ით. დანარჩენი მონაცემები კი ასე გამოიყურება: მე-9 არხი- 53%, მაესტრო -46%, ადგილობრივი მაუწყებელი – 34%, კავკასია – 28%, საპატრიარქოს არხი -22% და ა.შ.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც NDI -ის კვლევის შედეგად მედიის კუთხით გამოიკვეთა, მედიასაშუალებათა პოლიტიკური ინტერესებია.
კითხვაზე, ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს გადაცემები საქართველოს პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენების შესახებ შემდეგ სატელევიზიო არხებზე -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების თუ არც ერთის,” პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ირკვევა, რომ გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი, 58% მიიჩნევს, რომ რუსთავი 2 “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს გამოხატავს, ამავე პარტიის ინტერესებს გამოხატავს პირველი არხი (38%).
რაც შეეხება მე-9 არხს, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ეს არხი “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავს. იგივეს ფიქრობს მაესტროზე გამოკითხულთა 36%.
რაც შეეხება კავკასიას, გამოკითხულთა მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ კავკასია “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებს, 19%-ს მიაჩნია რომ “ქართული ოცნების” და ამავე რაოდენობა (19%) ფიქრობს, რომ კავკასია არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესს არ ატარებს.
რაც შეეხება ინტერნეტით სხვადასხვა სატელევიზიო არხის ყურებას, კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე მე-9 არხია 11%-ით, მეორე ადგილზე მაესტრო 9% ით, რუსთავი 2 – 8% და ა.შ.
NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს
