“ჩვენ გვსურს და საზოგადოებასაც უნდა, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. უმეტეს შემთხვევაში თავად რუსეთი არ იძლევა ამის საშუალებას,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.
წერეთელი ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პირად წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნას დადებითად აფასებს:
“ის, რომ ბატონმა ბიძინამ პირად წარმომადგენლად დანიშნა საკმაოდ გამოცდილი პირი ზურაბ აბაშიძე, კარგი კონტაქტებით, არის მისაღები, თუმცა კარასინთან შეხვედრით რუსეთთან არსებული პრობლემები ვერ გადაწყდება.”
მისი თქმით, რუსეთთან მოლაბარაკებებისას ბაზრის გახსნის საკითხი არ უნდა იყოს პრიორიტეტი:
“არ მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობის მოგვარება გასტრონომიულ პროცესებზე გადის. ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოსთვის ხელის შეშლა ნატოში ინტერგრაციაზე, ეს არის მთავარი საკითხები, რაზეც უნდა მიდიოდეს ლაპარაკი და არა მხოლოდ პროდუქტების ექსპორტზე და იმპორტზე.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირს, გრიგორი კარასინს ხვალ შეხვდება შვეიცარიაში.