ახალი ამბები

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ახალ ფაბრიკას აშენებს

22 მარტი, 2017 • 2513
ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ახალ ფაბრიკას აშენებს

ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში ახალი ფაბრიკის მშენებლობის ნებართვა მიიღო. როგორც ნეტგაზეთს კომპანიის წარმომადგენელმა ზაქარია ზალიკაშვილმა განუცხადა, ახალი ფაბრიკა ჭიათურაში კომპანიის მანამდე არსებულ მადნის გამამდიდრებელ სისტემას ჩაანაცვლებს.

ზალიკაშვილის თქმით, კომპანიას მოსამზადებელ და საპროექტო სამუშაოებზე უკვე არაერთი მილიონი ლარი აქვს დახარჯული, უშუალოდ ფაბრიკის მშენბელობაზე კი $20 მილიონის დახარჯვას აპირებს.

ზალიკაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან საკმაოდ დიდხანს მიმდინაროებდა.

 

“ფაბრიკამ  წლიურად  მინიმუმ მილიონ ტონაზე მეტი მადანი უნდა გადაამუშაოს. მადნის გამდიდრების პროცესი ბევრად უფრო ეკონომიური იქნება. მოგეხსენებათ, რომ მადნის გამდიდრება ხდება მოპოვებული მადნის გარეცხვით: აცილებ შლამს და იზრდება კონცენტრაცია. 130 წელია, ანუ მას შემდეგ, რაც აქ პირველად მოიპოვეს მადანი, გარეცხვის პროცესი მდინარე ყვირილაში მიმდინარეობდა და [შლამი] პირველივე დღიდან ყვირილაში  ჩაედინება. ახალი ქარხნის პირობებში იქნება დახურული ავზები, სადაც ირეცხება და შლამი სპეცლიალურად გამოყოფილ უბენებზე [შლამსაყარებზე] გადაიყრება”, – ამბობს ზალიკაშვილი და დასძენს, რომ ზემოხსენებული შლამსაყარი გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

“შლამი ნარეცხი ქანია, არც ქიმიური და არც რადიაქტიური მასში არაფერია. გამდიდრების პროცესში არაფერი ქიმიური არ არის. არანაირი ქიმიური რეაქტივი არ გამოიყენება, ციანიდს და ა.შ. ჩვენ არ ვიყენებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი