კითხვაზე, “პირადად თქვენ იცნობთ თუ არა ვინემს, ვინც, თქვენი აზრით, დაითხოვეს სახელმწიფო/საჯარო სამსახურიდან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო,”  გამოკითხულთა 18% დადებითად პასუხობს. ეს მონაცემი 4%-ით მეტია აგვისტოს თვეში მიღებულ მონაცემზე და 6%-ით მეტი, – ივლისის. 

 

ახალი კვლევის (ნოემბრის) მიხედვით, 75% ამბობს, რომ არ იცნობს ისეთ ვინმეს, ვინც სამსახურიდან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს. 

 

კითხვაზე, რა პერიოდს (არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ) ასახავს აღნიშნული პასუხი, ლუის ნავარო ამბობს, რომ ამის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

“ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ამ მონაცემში ჩანს არჩევნებამდე პერიოდში გათავისუფლებულთა შესახებ საუბარი თუ მას შემდეგ, ამის თქმა შეუძლებელია.”

 

NDI-ის კვლევა მიმდინარე წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *