მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი დადასტურებაა:
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. მადლობა ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომ ეს დაადასტურა დღს კიდევ ერთხელ. ჯერ–ჯერობით გარეთ ვარ, როგორც ხედავთ. მაინტერესებს, ბორკილებით აქედან გამათრევენ, კომიტეტიდან, სესიიდან თუ სახლში შემომივარდებიან გოგა ხაჩიძის ოჯახივით და ექვს საათზე გააკეთებენ ამას?! ამიტომ ნუ გადააქცევენ მთავარ პროკურატურას ცირკად, ნუ დაემსგავსება ცირკის დირექტორს და იმოქმედოს ადეკვატურად.”
შეგახსენებთ, რომ რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და შემდეგ სახელმწიფოს მიერ უფრო ძვირად გამოსყიდვის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოწმის სტატუსით დასაკითხად დაიბარეს პარლამენტის წევრი დავით საყვარელიძე, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საჯაროდ ელოდება შეკითხვებს გამოძიებისგან, რომლებსაც ასევე საჯაროდ უპასუხებს.
ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება ჩაბრდა საქართველოს პარლამენტის კანცელარიას ქ. ქუთაისში, ასევე პირადად მას მობილურ ტელეფონზე გაეგზავნა ანალოგიური შინაარსის მოკლე ტექსური შეტყობინება, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი. დღეს კი მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესაძლოა იძულებით მიიყვანონ.