მანდატურის ფუნქციები იზღუდება მოსწავლის პირადი შემოწმებისასაც. მან ჯერ უნდა გააფრთხილოს მოსწავლე, ხოლო შემოწმების შემთხვევაში პროცესს ადმინისტრაციის წარმომადგენელი ან სრულწლოვანი პიროვნება უნდა ესწრებოდეს. როგორც მანდატურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ამ კუთხით მანდატურების გადამზადება ფსიქოლოგებმა უკვე დაიწყეს:
“ახალ წლამდე თბილისში 300–მდე მანდატური გაივლის გადამზადების კურსს ფსიქოლოგების მიერ, რის შედეგადაც თბილისის ძირითად სკოლებში თითო გადამზადებული მანდატური მაინც იქნება, მომავალი წლიდან კი დანარჩენი მანდატურების გადამზადება გაგრძელდება,”– განაცხადა ლევან აბაშიძემ.
მისი თქმით, მანდატურის სამსახური იგივე გუნდთან აგრძელებს მუშაობას და თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა არ მომხდარა.
