ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში აქტივისტები გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვენ

20 მარტი, 2017 • 1659
ერევანში აქტივისტები გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვენ

აქტივისტ არტურ სარგსიანის სიკვდილთან დაკავშირებით სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამჯერად აქციის მონაწილეები, იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, გენერალური პროკურორის გადადგომასაც მოითხოვენ. ინფორმაციას გამოცემა კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

2017 წლის 16 მარტს, 25-დღიანი შიმშილობის შემდეგ, აქტივისტი არტურ სარგსიანი ერევნის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

არტურ სარგსიანი 2016 წლის ივლისში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის მოვლენების გამო დააპატიმრეს, როდესაც მან საკუთარი ავტომობილით პოლიციის კორდონი გაარღვია და პოლიციის შენობაში გამაგრებულ ამბოხებულებს, მოძრაობა “სასნა ცრერის” წევრებს, საკვები გადასცა. თუმცა სარგსიანი მხოლოდ 2017 წლის 9 თებერვალს დააპატიმრეს, რაც პოლიციამ იმით ახსნა, რომ “თავის დროზე გამომძიებელთან არ მივიდა”. დაპატიმრების შემდეგ არტურ სარგსიანმა შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ფონზე აქტივისტი 6 მარტს გაათავისუფლეს. იმავე დღეს მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე დღეში გაწერეს, თუმცა 15 მარტს მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა.

ფოტო: kavkazski izel

ფოტო: kavkazski izel

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი