აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ დარბაზში ოქრუაშვილის მომხრეების მხრიდან არაერთგზის ხმაურისა და ოვაციების შემდეგ მიიღო. კერძოდ, ბრალდების მხარე კითხავდა ერთ–ერთ მოწმე გიორგი დავითაშვილს, რომლის მონაყოლი ერთ–ერთ ფაქტზე არ ემთხვეოდა სხვა მოწმის მონაყოლს. აღნიშნულს დარბაზში ოვაციები მოჰყვა.
წინა სასამართლო სხდომებზეც მოსამართლემ არაერთხელ მოუწოდა დარბაზში მყოფებს, არ ეხმაურათ, რადგან ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა თავიანთი რეაქცია რამდენჯერმე ანალოგიურად, ოვაციებით გამოხატეს.
სასამართლო პროცესის დახურვის გამო მისი გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცემათ ჟურნალისტებს. პროცესზე დასწრება მხოლოდ ადვოკატებს, პროკურორებს და თავად ბრალდებულებს შეეძლებათ.