ამის მიზეზად საპატრულო პოლიციამ ნაწილს ნასვამ მდგომარეობაში მართვა, ნაწილს კი ალკოჰოლური მდგომარეობის შემოწმებაზე უარის თქმა დაუსახელა.
“26 მაისის აქციაზე ხალხი რომ არ წაგვეყვანა თბილისში, ამის გამო ჩამოგვართვეს “მარშუტკები”. 8 დღეში მარშუტკები კი დაგვიბრუნეს, მაგრამ გამოგვიცხადეს, რომ სამი წელი აკრძლული გვექნებოდა მართვა. “მარშუტკები” დაზიანებული იყო, “მატორში” სილა ჰქონდათ ჩაყრილი,” – განაცხადა ერეკლე გეწაძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გოგი ბერაძის თქმით, ორი კვირის წინ ოფიციალური წერილი მიიღეს, რომლის თანახმადაც სასჯელის ნახევარი საპატიოდ ჩაეთვალათ, მაგრამ მართვის მოწმობის დასაბრუნებლად გამოცდა უნდა ჩააბარონ:
“გაგვინახევრეს ეს სასჯელი. ახლა გვთხოვენ გამოცდის ჩაბარებას. მე რაღას ჩავაბარებ? 55 წლის კაცი გამოცდას ჩავაბარებ, თვალში ვეღარ ვიხედები?!”
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მასობრივი შეკრებების, მანიფესტაციებისა და აქციების დროს დაჯარიმებული მძღოლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდნენ.