ახალი ამბები

კოპიტნარის აეროპორტთან ახლოს რკინიგზის სადგური გაიხსნება

17 მარტი, 2017 • 6786
კოპიტნარის აეროპორტთან ახლოს რკინიგზის სადგური გაიხსნება

საქართველოს რკინიგზის ცნობით, კოპიტნარის ძველი სადგური უახლოეს მომავალში გაიხსნება, რათა ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა მგზავრებს გაუადვილდეთ.

რკინიგზის ცნობით, მატარებლის სადგურიდან, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებითაა, მგზავრებს აეროპორტამდე მისვლა ავტობუსით შეეძლებათ, რომელიც მატარებლის მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ამის გარდა, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში გაიხსნება ახალი სადგური, რომელიც პირდაპირ კოპიტნარის აეროპორტთან მივა და მგზავრებს აღარ მოუწევთ ავტობუსით სარგებლობა.

“ეს უკვე მეორე პროექტია, რომელიც გაკეთდება. მატარებელი პირდაპირ გაივლის აერპორტში დამატებითი ავტობუსი აღარ იქნება საჭირო, პირდაპირ ჩაბრძანდებით კოპიტნარის აეროპორტში მატარებლით, ჩამოაგორებ ჩანთებს და შეხვალ თვითმფინავში და გაფრინდებით”, – ამბობს დაჩი ცაგურია, რკინიგზის საზოგადეობასთან ერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

კოპიტნარის სადგური ძველი სადგურია, რომელიც აღარ ფუნქციონირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი