ახალი ამბები

ჯეჯელავა: რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულებას

17 მარტი, 2017 • 1460
ჯეჯელავა: რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულებას

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა და არანაირი შეერთება ქვედანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება, რომ ხდებოდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების დამტკიცებას.

“ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს საერთაშირისო ვალდებულებების არშესრულებას. რაც შეეხება ნაბიჯებს, ცალსახად დიპლომატიური მიდგომებით უნდა ვებრძოლოთ ასეთ რამეს და შესაბამისად, ჩვენმა პარტნიორებმა – ამერიკელებმაც და ევროპელებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხზე. ეს არის ჩვენი ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი