ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილის თქმით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსიას ცდილობს

16 მარტი, 2017 • 1611
თამარ ჩუგოშვილის თქმით, რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსიას ცდილობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“ეს ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯია. რუსეთის მხრიდან დესტრუქციული და უკანონო ქმედებები არ წყდება. ჩვენ ამაში სამხედრო ძალით ჩარევა არ შეგვიძლია, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ, რომ მშვიდობიანი გზით შევეცდებით კონფლიქტების მოგვარებას. ერთადერთი იარაღი, რაც ჩვენს ხელთ არის, ესაა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და მათი აზრის მობილიზება რუსეთის უკანონო ნაბიჯების შესახებ, რასაც ხელისუფლება ნამდვილად აკეთებს,”  – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განცხადება გაავრცელა და ეს გადაწყვეტილება დაგმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი