ახალი ამბები

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენთან ყველაზე ხშირად”სილქნეტს”, “მაგთის” და “ჯეოსელს” უჩივიან

15 მარტი, 2017 • 1882
ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენთან ყველაზე ხშირად”სილქნეტს”, “მაგთის” და “ჯეოსელს” უჩივიან

ტელეკომუნიკაციის ომბუდსმენის სამსახურში გასულ წელს 208 საჩივარი შევიდა. როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე 15 მარტს ითქვა, მიმართვიანობა აუდიტორიასთან შედარებით ძალიან დაბალია, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამ სფეროში პრობლემები არ არსებობს, ან პირიქით, საზოგადოების ინფორმირების დონე ნაკლებია და ისინი სათანადოდ ვერ რეაგირებენ მათი უფლებების დარღვევებზე.

ტელეკომუნიკაციებს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ, დღევანდელ პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საჩივრების რაოდენობა ძალიან მცირეა. ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის თამთა ტეფნაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხარებლები თავს იკავებენ წერილობით მიმართონ ომბუდსმენს თავიანთი საჩივრის შესახებ და ხშირია ანონიმურობის პრობლემაც. სწორედ ამიტომ ტელეკომუნიკაციების საზოგადოებრივი დამცველის გეგმებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, მათ შორის რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან ეტაპობრივი საინფორმაციო შეხვედრების გამართვა და სატელეკომუნიკაციო დარგში უფლებადაცვით მექანიზმებზე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციისა და საქმიანობის შესახებ მათი ინფორმირება შედის.

წლის მანძილზე ყველაზე მეტი, 42 საჩივარი კომპანია “სილქნეტის” მიმართ შევიდა, მას მოსდევს კომპანია “ჯეოსელი” 19 საჩივრით და”მაგთიკომი” 18 საჩივრით. საჩივრების დარჩენილი რაოდენობა სხვა კომპანიებზე ნაწილდება.

საჩივრების რაოდენობისგან განსხვავებით, საჩივრების შინაარსია მრავალფეროვანი, საჩივრების უმეტესობა, 41 საჩივარი კომპანიების მიერ კლიენტების არასათანადო ინფორმირებაზე მოდის. მას მოსდევს, მომსახურეობის დარიცხვის სისწორის საკითხი, უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურეობა, სააბონენტო ნომრის გასხვისება და სხვა.

ომუნიკაციების ომბუდსმენის რეაგირების საფუძველზე
კომისიის მიერ განხილული საჩივრები

კომუნიკაციების ომბუდსმენთან შესული 208 განცხადებიდან მართალია, 122 დაკმაყოფილდა, 62 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 24 საჩივრის შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა საჩივრების საერთო რაოდენობიდან 4 საჩივარია, რომელიც უშუალოდ კომისიამ განიხილა სწორედ ომბუდსმენის რეაგირების საფუძველზე.

[checklist]

  • შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირის საჩივარი მის სარგებლობაში არსებული სააბონენტო ნომრის ჩამორთმევისა და სხვა პირზე  გასხვისების შესახებ – საზოგადოებრივი დამცველის რეაგირების საფუძველზე შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ კომისიის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მორიგებით დასრულდა.
  • სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირის საჩივარი უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირის საჩივრის განხილვის მიზნით, მორიგებით დასრულდა.
  • შპს ,,ჯეოსელისწინააღმდეგ ფიზიკურ პირის საჩივრი მის სარგებლობაში არსებული ნომრის გასხვისების შესახებ –კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირის საჩივრის განხილვის მიზნით, მორიგებით დასრულდა.
  • შპს ,,ჯეოსელისწინააღმდეგ ფიზიკურ პირის საჩივრი არასათანადო წინასწარი ინფორმირების შესახებ – კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯეოსელს“ 2017 წლის  1  თებერვლამდე  დაევალა  ეფექტიანი  სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ,

[/checklist]

დღევანდელ შეხვედრაზე აქტიური განხილვის საგანი იყო რამდენად ეფექტურად იცავს მაუწყებლობის კოდექსი და ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი მომხმარებლის უფლებებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე მაუწყებლებს ეხება:

“არსებობს სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აუკრძალა [მომხმარებლებს] როგორც კომისიაში მიმართვა, ისე სასამართლოში მიმართვა გარკვეული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, კომისიის განხილვის საგანი შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ უხამსობის შემცვლელი ფაქტი. დანარჩენ ნაწილში კომისიას აქვს უფლება მხოლოდ და მხოლოდ ჩაერიოს იმ შემთხვევაში თუ დარღვეული პროცედურული საკითხები. მაგალითად, თუ კომპანია არ მიიღებს განცხადებას, ან დროულად არ განიხილავს. ეფექტურია თუ არა ეს მიდგომა დღეს, ამაზე მსჯელობა და მოთხოვნილება, რომ არსებობს დღევანდელი განხილვაც ადასტურებს”,- განაცხადა  ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ.

მისივე თქმით დღეს მთავარი პრობლემაა არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა და სიძულვილის ენის გამოყენებაა.

“ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნვეყოფს იმ რისკების აღმოფხვრას და პრევენციას, რომელიც დაკავშირებულია ამ თემებთან, ამიტომ ვთანხმდებით, რომ ეს თემები თვითრეგულირების მექანიზმიდან უნდა გადავიდეს უფრო მაღალ საკანონმდებლო დონეზე და აქ გარკვეული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა გაიწეროს”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ძალიან საფრთხილოა, რადგან ერთ მხარეს უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხარეს მაუწყებელთა სარედაქციო დამოუკიდებლობის და მათში ჩაურევლობის საკითხია.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო, სხვადასხვა ვებ-გვერდების დაბლოკვა, მათ შორის youtube და vimeo. თამთა ტეფნაძემ განაცხადა, რომ კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ეს ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის გარეშე მოხდა:

“მათ აღნიშნული პროდუქტი მიიჩნიეს დაუშვებელი პროდუქციის დეფინიციაში ექცეოდა, და შესაბამისად გამოიყენეს რეგლამენტით განსაზღვრული წესი, როდესაც შეუძლიათ, რომ დაუშვებელი პროდუქციაზე ეფექტურად და დროულად წვდომა შეღუდონ. პასუხი ეს იყო”,-განაცხადა ტეფნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი