ახალი ამბები

თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

5 დეკემბერი, 2012 • 1237
თბილისში რეგისტრირებული ყველა აბონენტი 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს

“250 ლარიდან 100 ლარს ისინი ხელზე აიღებენ და საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენებენ, ხოლო  150 ლარით  კომუნალურ გადასახადებს დაფარავენ. აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების სააბონენტო ნომერზე დაირიცხება და ელექტროენერგიის, წყლისა და საყოფაცხოვრებო ნარჩნების გადასახადი დაიფარება”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს, 5 დეკემბერს გადაეგზავნება. 

 

მერიის მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, მომავალი წლიდან იმ დაწესებულებებში, რომელებსაც თბილისის მერია აფინანსებს, შრომითი ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება. 2013 წლიდან გაზრდილ ხელფასს აიღებენ: საბავშვო ბაღებში, სასწრაფო დახმარების სამსახურში, მუსიკალურ სკოლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, დასუფთავების სფეროსა და თბილისის თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამანები.

 

“100%-ით განახლდება სასწრაფო დახმარების საავტომობილო პარკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწრაფო დახმარების  ცენტრებს; საბინაო ამხანაგობების ხელშეწყობის  პროგრამის ბიუჯეტი 65%-ით იზრდება. მერიის თანადაფინანსების წილი საშუალოდ 10-20%-ით გაიზრდება; გზების რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თბილისი ბიუჯეტში 69 მლნ. ლარია გათვალისწინებული; ქალაქის ყველა მუნიციპალიტეტში თბილისელების მიერ ინიცირებული თითოეული ის პროექტი დაფინანსდება, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს; 600 000 თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებს”, – ასეთია თბილისის მერიის საბიუჯეტო პრიორიტეტები.

 

მერიაში აცხადებენ, რომ 2013 წელს დედაქალაქი პირველად არ მიიღებს სპეციალურ ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამის გამო თბილისის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, 640 მლნ ლარი, წინა წლებთან შედარებით შემცირდება:

 

“მიუხედავად ამისა, თბილისის მერია შეძლებს საკუთარი რესურსების მობილიზებას და შემცირების ნაცვლად თბილისელთა მხარდაჭერის პროგრამებს გააძლიერებს. მომავალ წელს ახალი პროექტების განხორციელებაც დაიწყება”, – აცხადებენ მერიაში. 

 

მერიის ინფორმაციით, 2012 წლის ბიუჯეტში  ცვლილების პროექტის მიხედვით, თბილისის  ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები 8 000 000 ლარით იზრდება:

 

“აღნიშნული ზრდა და ასევე ბიუჯეტის შიდა რესურსების მობილიზება თბილისის მერიას შესაძლებლობას აძლევს, აღდგეს ის სოციალური შეღავათები, რომელთა დაფინანსება ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით შეწყდა”.

 

კერძოდ, თბილისის ბიუჯეტი დააფინანსებს:

 

მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების პროგრამას;

 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის  კომუნალურ და საკომუნიკაციო გადასახადებზე დახმარების პროგრამას; 

 

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარების პროგრამას; 

 

სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოსახლეობის სერვისების მიწოდების (დახმარების) პროგრამას; 

 

“თბილისის მერიის მთავარი პრიორიტეტი თბილისელების ინტერესების დაცვა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაა”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი