ახალი ამბებიტექნოლოგიები

ქართველი პროგრამისტები გუგლის კონკურსის ფინალში გავიდნენ

14 მარტი, 2017 • 3116
ქართველი პროგრამისტები გუგლის კონკურსის ფინალში გავიდნენ

ქართველი პროგრამისტების გუნდმა “გუგლის” კონკურსში HashCode მეორე ადგილი დაიკავა და ფინალურ რაუნდში მონაწილეობის უფლება მიიღო.

პროგრამისტებმა 2815 გუნდს შორის მეორე ადგილის მოპოვება შეძლეს და პირველ აპრილს პარიზში გასამართ ფინალურ ეტაპზე 50 სხვა გუნდთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი პროგრამისტების გუნდის “All In”-ის წევრები ნიკა ჯიმშელეიშვილი, გიორგი საღინაძე, ირაკლი მერაბიშვილი და აკაკი მამაგეიშვილი არიან.

რანკინგ

HashCode გუგლის მიერ ორგანიზებული კონკურსია პროგრამისტებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება სტუდენტებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს შეუძლიათ ევროპიდან, შუა აზიიდან და აფრიკიდან. გუნდი ირჩევს პროგრამირების ენას, ხოლო გუგლი მათთვის ქმნის სხვადასხვა საინჟინრო პრობლემას და სთხოვს გუნდებს შექმნან პროგრამა პრობლემასთან გასამკლავებლდ. საკვალიფიკაციო რაუნდი ონლაინ იმართება და შემდეგ ეტაპზე გადადიან გუნდები ყველაზე მაღალი ქულებით. ფინალური რაუნდისათვის კი გუნდები გუგლის პარიზის ოფისს ეწვევიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი