თბილისში, კაჭრეთის ქუჩაზე 80 წლის ქალი დააყაჩაღეს. ყაჩაღებმა ქალს სცემეს, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“მოყვანილია სახლიდან. ნაცემია, ჩაუტარდა კლინიკაში გამოკვლევები. ვლინდება სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა”, – განუცხადა ქირურგმა მაია მაღრაძემ “რუსთავი 2”-ს.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სახლიდან გაიტაცეს 3000 აშშ დოლარი და მძარცველი რამდენიმე პირი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.