ახალი ამბები

ბათუმში არეულობას მთავრობიდან პირველი კახა კალაძე ეხმაურება

12 მარტი, 2017 • 3457
ბათუმში არეულობას მთავრობიდან პირველი კახა კალაძე ეხმაურება

ბათუმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის წევრებიდან პირველი განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა. ამ დრომდე [04:09] ბათუმის ქუჩებში არეულობას, რომელიც 11 მარტს საღამოს 10 საათიდან დაიყო არ გამოხმაურებია პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

“მინდა მივმართო ბათუმელებს, სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე. მთავარია ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოედოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს და არც საქართველოს, არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა. არ უნდა აკადროთ საკუთარ თავს და ღირსებას. არ აყვეთ პროვოკაციებს, მთავარია პროცესი მივმართოთ იმისკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს. პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცავების დაშავებით არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი, ცხადია, აგრეთვე თუ პოლიციელების მხრიდან არის ძალის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი. ამიტომ ვცეთ საკუთარ ქალაქს და ქვეყანას პატივი. ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება – ეს არის დანაშაული, კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი. დამშვიდდით და დაელოდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელებისა და სამართალდამცავების გვერდზე. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ”, – ამბობს კალაძე.

ცნობილია, რომ ინცინდენტი მოხდა 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას. აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საზოგადოებროვ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში 11 მარტს საღამოს საათებში მომხდარი მოვლენების შედეგად ბათუმის ორ კლინიკაში 21 პაციენტი, გადაიყვანეს, რომელთანაგნ, 10 პოლიციელია.

მისივე თქმით, მათ შორის, ყველაზე მძიმეა დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ჭეიშვილს სახის ძვლის ტრავმა აქვს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მან გაითვალისწინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა და ბათუმში დაკავებული პირები გაათავისუფლა, თუმცა, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი