ახალი ამბები

რა ხდება ბათუმში: პოლიციის შენობასთან აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

12 მარტი, 2017 • 2624
რა ხდება ბათუმში: პოლიციის შენობასთან აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

ბათუმში პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, თუმცა აქციის მონაწილეები სხვადასხვა ქუჩებზე არიან შეკრებილები. დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.

პოლიცია შაბათს გვიან ღამით ერთი საათის განმავლობაში პერიოდულად უშვებდა ცრემლსადენ გაზს, რადგანაც აქციის მონაწილეები კვლავ იკრიბებოდნენ პოლიციის შენობასთან.

31-e1489265980170

აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციასთან დაახლოებით 22 საათზე შეიკრიბნენ.  მათ დაწვეს ავტომანქანების საბურავები და ცდილობდნენ პოლიციის შენობის მიახლოებასაც. ამის შემდეგ ისინი ქვებს ისროდნენ პოლციიის შენობის მიმართულებით. პოლიციამ ამის შემდეგ დაიწყო ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

აქციის შედეგად დაზიანებულია ავტომანქანებიც. აქციის მონაწილეებმა პოლიციის პიკაპი ამოაყირავეს.

 

ბათუმში გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი.

ბათუმში აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ პოლიციის მისამართით შეიგინა, რასაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.

აქცია ბათუმში თავდაპირველად დაიწყო „ბათუმი პლაზასთან“  და მოკლე ხანში გახდა ხალხმრავალი.  პარალელურად აქცია დაიწყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც.  ორივე აქციაზე სულ ექვსი ადამიანი დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი