ახალი ამბები

ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დაშავდა

12 მარტი, 2017 • 7032
ბათუმში საპროტესტო აქციაზე 6 პირი დაშავდა

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დაშავდა. ამის შესახებ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა.

ამ სამსახურის ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით . დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან 2 პოლიციელა, მათ თავის არეში ღია ჭრილობა აქვთ, ხოლო მოქალაქეებს აქვთ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები.

ისინი რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი ცენტრის ცნობით, მათ არ გადაუყვანიათ ისეთი პაციენტი, რომელსა მხუთავი აირის გამო ინსტოქსიკაცია ჰქონოდა მიღებული.

საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოქალაქეებს სდიოდათ ცრემლები და ტკიოდათ ყელი.

“ბათუმელების” რეპორტიოის ცნობით პოლიცია 00.40 საათზეც ისროდა ცრემლსადენ გაზს.

ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე  აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი