ახალი ამბები

ბათუმში მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

11 მარტი, 2017 • 5029
ბათუმში მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე აქციებზე პოლიციამ  6 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვენ.

ბათუმში აქცია ორგან მიმდინარეობს  ბათუმი პლაზასთან, და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის შენობასთან. პლაზასთან უკვე მიიყვანეს გურიიდან ჩამოყვანილი სპეცნაზი.

აქცია ბათუმში

დღეს, 11 მარტს, ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში – „ბათუმი-პლაზას“ წინ სპონტანური აქცია მიმდინარეობს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციაზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა „წიხლებში გაიგდო“ ბათუმელი მოქალაქე.

„მამა-შვილი იყვნენ. ბიჭმა აფთიაქთან გააჩერა მანქანა. როცა დააჯარიმებას აპირებდნენ, თხოვა ნუ დამაჯარიმებთო, მაგრამ მაინც დააჯარიმეს. ბიჭმა შეიგინა. პატრულის თანამშრომლებმა შვილი წიხლებით სცემეს ჩვენს თვალწინ, მერე კი ასევე წიხლების ჩარტყმით ჩატენეს საპატრულოს მანქანაში და წაიყვანეს“, – უთხრეს „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა, რომლებიც იქვე ვაჭრობდნენ.

„ბათუმი-პლაზასთან“ მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის დაშლას ცდილობს. „ბათუმელები“ ცდილობს გაარკვიოს, თუმცა, შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ მამა-შვილის ადგილსამყოფელს არ გვეტყვიან. პრესცენტრში მამა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის გაგრძელებას გამორიცხავენ, თუმცა პრესცენტრში ასევე ამბობენ, რომ პოლიციელებს არც „ბათუმი პლაზასთან“ უცემიათ ვინმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი