ახალი ამბებიკინო

თბილისის კინოფესტივალი დღეს იშტვან საბოს ფილმით გაიხსნება

3 დეკემბერი, 2012 • • 1349
თბილისის კინოფესტივალი დღეს იშტვან საბოს ფილმით გაიხსნება

გარდა გახსნის დღეს წარმოდგენილი ფილმისა, ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება კრისტიან მუნჯიუს “გორაკებს მიღმა”, კენ ლოუჩის “ანგელოზთა წილი”, პაოლო ტავიანის “კეისარი უნდა მოკვდეს”, სტივ მაქქუინის “სირცხვილი”, მიხაელ ჰანეკეს “სიყვარული”, ვიმ ვენდერსის “პინა” და სხვა ფილმები. 

 

თბილისის კინოფესტივალი 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და იგი დიტო ცინცაძის ფილმით “შემოჭრა” დაიხურება. 

 

შეგახსენებთ, რომ უნგრელმა რეჟისორმა იშტვან საბომ  გუშინ  “თიბისი ბანკის” კინო-პროექტის “20 წელი/12 თვე” ფარგლებში, “თიბისი გალერეაში” მასტერკლასი ჩაატარა  მას თიბისი ბანკის კინოპროექტში მონაწილე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები, კინოს სფეროს წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. მასტერკლასის თემები კი მოიცავს „მსხვილი პლანის მნიშვნელობა კინოში“ და „კითხვები გადაღების დროს“.

 

მასტერკლასები ორდღიანია და ის დღეს, 3 დეკემბერს,  პირველ საათზეც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი