დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე

საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ხელმძღვანელის პოსტზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას,  მიქაელ ფოფხაძე შეცვლის, რომელიც ქაშუეთის ტაძრის წინამძღოლია.

ეს ინფორმაცია საპატრიარქომ ოფიციალურად დაადასტურა. ტელევიზიის თანამშრომლები ახალ დირექტორს უკვე ელოდებიან, რომელიც იქ, სავარაუდოდ, დღეს მივა.

დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მსახურობდა. ამასთან, მას უკვე აქვს საპატრიარქოს ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება.

დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე მოხსენიებულია ბასილ კობახიძის მიერ ნეტგაზეთზე გამოქვეყნებულ წერილში: არავითარი „ცალკეული მღვდლები“! წერილი 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს ეხება და ბასილ კობახიძე წერს, რომ ვიდეომასალაში მან სხვა სასულიერო პირებთან ერთად დეკნაოზი მიქაელ ფოფხაძეც დააფიქსირა.

“დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა აშშ-ში და მუშაობდა რადიო „ამერიკის ხმაში“, – წერს წერილში კობახიძე.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *